Thursday, November 26, 2009

საგანმანათლებლო პროექტი

პროფესია მათემატიკოსი


1) პროექტის სახელი: პროფესია მათემატიკოსი
2) პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ გამოჩენილი ქართველი და უკრაინელი მათემატიკოსების შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს.
3) პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ( ბიბლიოთეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალი : „ფიზიკა და მეთემატიკა სკოლაში“ : „კვანტი“, ინტერნეტი) ქართველი და უკრაინელი მათემატიკოსების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მასალებს, დაუკავშირდებიან ქართველ მეცნიერთა ოჯახის წევრებს და მოიპოვებენ მათგან საჭირო ინფორმაციას. მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ ვიკიპედიის გვერდებზე. 4)მოსწავლეთა ასაკი: 14–15 წელი მერვე–მეცხრე კლასი.
5) ვადები/ხანგრძლივობა– 2–3 თვე.
6) პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში: ორგანიზება, მოძიებული ინფორმაციის პრეზენტირება, მათემატიკოსის მოღვაწეობისა და ცხოვრების ამსახველი ფოტოალბომების შექმნა- გამოფენა. ექსკურსია მათემატიკის ინსტიტუტში.
7) მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან და შეისაწავლიან ამ ღვაწლმოსილი ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალებს. გააცნობიერებენ მათ დამსახურებას ქვეყნის წინაშე, რაც უთუოდ გამოიწვევს მოსწავლეებში მეტ ინტერესს მათემატიკისადმი. დარწმუნდებიან ამ საგნის შესწავლის აუცილებლობაში. მოახდენენ ბიოგრაფიული ცნობების ორ ენაზე ( ქართული, უკრაინული) თარგმნას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ცოდნის გაღრმავებას მათსავე მშობლიურ ენაზე
8)სასარგებლო სხვებისთვის: ქართულენოვანი ვიკიპედიის ნახვისას აღმოჩნდა რომ ქართველ და უკრაინელ მათემატიკოსების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა. მოძიებული მასალით გამდიდრდება ვიკიპედიის შესაბამისი ქართულენოვანი და უკრაინულ ენოვანი გვერდები, რომელიც უთუოდ გამოადგებათ დაინტერესებულ პირებს.
9) საგნებთან კავშირი: ისტორია, ქართული და უკრაინული ენები.
10) მონაწილეები: მ. გრუშევსკის სახელობის 41–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები
11) პროექტის ფასალიტატორის სახელი: ლელა ანჯაფარიძე
12) პროექტის ფასალიტატორის ელ–ფოსტა: lanjaparidze41@gmail.com

No comments:

Post a Comment